Digest Logo

🎥 „ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში 2 პირს ჭრილობები მიაყენა და მიიმალა“ - დაკავებულია 1 პირი

1753621847
 დაკავებულის 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი უ.ბ. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობით ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1978 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 1975 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს და 1985 წელს დაბადებულ შ.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ერთი მათგანი-ზ.ფ. მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უ.ბ. ბრალდებულის სახით, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კვირა დღე უფლისაა“ - ნოე სულაბერიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „საოცარი ქალი...“ - შორენა ბეგაშვილის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს

⭕ „ნუცა ბუზალაძეს რომ დასცინოდით ბებერს გაჰყვაო, ეს კაცი არ არის ბებერი?...თუ ეს სოფი ლორენის შვილია...“ - ირაკლი ლომაია მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის ქორწინებაზე