Digest Logo

„ნუცა ბუზალაძეს რომ დასცინოდით ბებერს გაჰყვაო, ეს კაცი არ არის ბებერი?...თუ ეს სოფი ლორენის შვილია...“ - ირაკლი ლომაია მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის ქორწინებაზე

1753612205
ირაკლი ლომაია

ქართველი მოგზაური და მსახიობი ირაკლი ლომაია, რომელიც ამჟამად კანადის მოქალაქეა და იქ ცხოვრობს, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც გამომწერებს ყოველდღიურ სიახლეებს უზიარებს.

ამჯერად ლომაია ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტისა და მარიამ შარმანაშვილის ქორწილს ეხმაურება, რომელიც წყვილმა 26 ივლისს გადაიხადა საქართველოში:

„ახლა არ არის 56 წელის მოხუცი კარლო პონტი თუ იგი სოფი ლორენის შვილია და გვაწყობს სიძედ??? ახლა აღფრთოვანებული ვუკრავთ ტაშს, რა მაგარია, სოფი ლორენის შვილს გაჰყვაო!

მსოფლიო იცნობს როგორც სოფი ლორენის შვილს და არა როგორც კარლო პონტის, - კაციშვილმა არ იცის გარდა თავისი სადირიჟორო მეგობრებისა და თანამშრომლებისა. ფაქტია, რომ მისი პოპულარობის დიდი ნაწილი დედის (სოფია ლორენის) და მამის (კარლო პონტის) სახელიდან მოდის. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ნიჭიერია, ბევრი მიიჩნევს, რომ მის კარიერაში არსებობს მყარი „ნეპოტიზმის ელემენტი“.

უდავოდ ნიჭიერია და ყველას აქვს უფლება იქორწინოს ვისზეც მას სურს, ასაკი მხოლოდ ციფრებია, მაგრამ მე აქ ქართველების დამოკიდებულება მინდა აღვნიშნო. ნუცა ბუზალაძეს რომ სრულიად ერი დასცინოდით ბებერს გაჰყვაო, როგორაა თქვენკენ ახლა საქმე? ეს კაცი არ არის ბებერი? თუ ეს სოფი ლორენის შვილია და რასაკვირველია გვაწყობს?

ცნობისთვის, რაც გასაყოფი იყო კარლო პონტის ცხოვრებიდან, მისი ქონების დიდი ნაწილი თავის დროზე პირველმა ცოლმა აახია ამ კაცს და ახლა ამ ასაკში მარტო ქართველი თუ გაჰყვებოდა მას, ისიც სოფი ლორენის სახელის გამო!

ბედნიერები ამყოფოთ უფალმა, მაგრამ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაგვანახვა, თუ რამდენად „რაც ჩვენ გვაწყობს “ ხალხი ვართ ქართველების უმრავლესობა. სადაც სარგებელს ვხედავთ, ზუსტად იქ ვუკრავთ ტაშს. აბა, ბუზალაძის ქმარი უფრო წარმატებულია რეალში და გაცილებით მდიდარი და სიმპათიურია, ვიდრე ეს კაცი და ახლა ამაზე რატომ არ გაჰყვირით, მოხუცს გაჰყვაო?

და ბოლოს, მთელი ცხოვრება „სოფი ლორენის შვილად” ყოფნა არ არის მიღწევა – ეს არის მემკვიდრეობა. და როცა ამ მემკვიდრეობამ ქართველი ქალი გააგიჟა, ფაქტია, ეს მის სიტყვით გამოსვლაშიც ჩანდა – აღარც ასაკი გაწუხებთ, აღარც სტატუსი, აღარც მისი პირველცოლიანობა და შვილები. მთავარია, სოფი ლორენის შვილს გაჰყვა, სხვა არაფერი გვაინტერესებს.

მე პირადად საერთოდ არ დავინტერესდებოდი ვინ ვის გაჰყვა, რომ არა ბუზალაძის ისტორია თუ რაოდენ მიკერძოებული ხალხი ვართ ჩვენ ქართველები!

ვულოცავ წყვილს გაბედნიერებას და ვუსურვებ ულევ წარმატებებს! ამას ჯანსაღი კრიტიკა ჰქვია, რასაც ვწერ, ლანძღვა არა!“, - წერს ირაკლი ლომაია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უსექსუალურესი...“ - ნინა წკრიალაშვილი პიკანტურ კადრებს აქვეყნებს

⭕„ულამაზესი...“ - სალომე ღვინიაშვილი ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕„მე არ ვტირი...ვემშვიდობები იმას, რაც ჩემთვის ძვირფასია“ - გია მურღულია