Digest Logo

ცნობილია, 36 წლის კაცის ვინაობა, რომელიც ორკვირიანი ძებნის შემდეგ მტკვარში იპოვეს

1781609168
 რაჟდენ ჩინჩალაძე

14-დღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძე მაშველებმა მტკვრიდან ამოასვენეს.

შემთხვევა 2 ივნისს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივნისს, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც დააკარგვინა მართვა და გადაიყვანა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც ავტომანქანა „ჰიუნდაი“ შეეჯახა სხვა ავტომანქანას, რა დროსაც მართვა დაკარგული გადავარდა მდინარე მტკვარში.

პროკურატურამ ბრალდება ერთ პირს წარუდგინა.

რაჟდენ ჩინჩალაძე სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული იყო.

„კეთილშობილი, მუდამ მოღიმარი ბიჭი ჩვენს თვალწინ გაიზარდა. უმძიმესია და ძალიან მტკივნეულია ეს მდგომარეობა როგორც მისი ოჯახისათვის, ასევე მთლიანად სოფლისათვის“, - წერდა სკოლის ადმინისტრაცია გასულ დღეებში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ​როდის მიიღებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს და რა მოხდება, თუ გამოცდის დღეს ბარათი ან პირადობის მოწმობა სახლში დაგრჩებათ - თამარ მემანიშვილი აქტუალურ კითხვებზე

⭕„ესეც ჩემი 79-ე ქვეყანა“ - რა ფოტოს აქვეყნებს სოსო ნებიერიძე

⭕ხვიჩა კვარაცხელია ცოლ-შვილთან ერთად ისვენებს – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე