Digest Logo

ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელსაც ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა

1794769997
გიორგი ცეცხლაძე

ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელსაც ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ქობულეთელი გიორგი ცეცხლაძე დაიღუპა.

„დიდი უბედურება დატრიალდა, 21 წლის გიორგი ცეცხლაძეა გარდაცვლილი, ქობულეთიდან იყო გიორგი. ლანჩხუთში არის სოფელი ეწერა, იქ ტაძარში მსახურობდა, მედავითნე იყო. ქობულეთიდან დადიოდა წირვა ლოცვაზე. მე დღეს არ ვყოფილვარ წირვაზე და გიორგი პირადად არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ დღეს წირვაზე იყო, მედავითნეა. ეტყობა, წირვის შემდეგ სახლში მიდიოდა მანქანით და მაშინ დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია. ძალიან განვიცდი, სიტყვები არ მაქვს. ვინც ტაძარში იყო, ვინც მას იცნობდა, ტაძრის მრევლი ახლა ყველა შემთხვევის ადგილზეა წასული და ყველა განიცდის მომხდარს. უფალმა აცხონოს, უაღრესად კარგი ბიჭი იყო. მეტს ვერაფერს გეტყვით, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ძალიან განვიცდი. მომხდარის დეტალებზე სხვა არაფერი ვიცი, ეს არ უნდა მომხდარიყო. ეს არის დიდი ტრაგედია”,- ამბობს „კვირის პალიტრასთან“ დაღუპულის ახლობელი.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ როდის გრძნობთ თავს უფრო მომხიბვლელად? - ასტროლოგი ასცენდენტისა და ვენერას განსხვავებებზე

🎥 „მე ვვამაყობ, მეუღლე კი ძალიან ნერვიულობდა... დაალაგა სიტუაცია და ძალიან სწორად იჩხუბა“ - რას ჰყვება საბა ლაზიშვილის მამა

🎥 გელა დაიაური შატილის მძიმე ავარიასა და ოჯახის დაკარგვაზე: „სიცივისგან ვკანკალებდი და ვკითხე, გადარჩენილი მყავს ვინმე-მეთქი?“

✕