Digest Logo

ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა - გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

1794427006
პოლიციის ლენტი

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დაიჯესტს“ განუცხადა, გარდაცვლილები 60 წელს გადაცილებული ქალი და კაცი არიან. ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილია. ისინი სავაჭრო ცენტრ „საბაში“ მუშაობდნენ, არ ჰყავდათ შვილი. გარდაცვლილები ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ.

გავრცელებული ცნობით, ცოლ-ქმარს ლიფტთან დახვდნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველი გვიყვება, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

მათ თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხა, მკვლელობის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.

მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. კერძოდ, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა ჩივილები არ გვქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მიკრობიომი გამართულად მუშაობს“ - ლაშა უჩავა

⭕ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს

🎥 რატომ ეწოდება კუჭ-ნაწლავს „მეორე ტვინი“ და რა კავშირი აქვს მიკროფლორასა და ძილს ჩვენს ჯანმრთელობასთან: ლაშა უჩავას რჩევები

✕