გარდაბანში კაცმა ცოლი მოკლა.არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა.
როგორც Ambebi.ge-ს წყარო უყვება, 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი მაღაზიაში მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ, რომელი კარადა ეყიდათ და ამის გამო კონფლიქტი წამოიწყეს.
წყაროს ინფორმაციით, ამ დროს მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის მორიგი შთამბეჭდავი შესრულება
⭕„ჩემპიონი დაბრუნდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურია
⭕„სიყვარული არ ნიშნავს ალტერნატივების ძიებას, ეს არჩევანია“ - ნათია ზარანდია