Digest Logo

„თვითონ ჩაირტყა ბიჭმა დანა და თეკლამ გამოაძრო...“ - რას ჰყვება ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა

1756028828
ცნობილია ცოლის მიერ მოკლული 22 წლის ბიჭის და 25 წლის ქალის ვინაობა

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული 24 წლის თეკლა გერსამია ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. დაკავებულის დედამ ერთ-ერთ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

დაკავებულის დედა ჰყვება, რომ ამგვარი მანიპულაციისთვის გარდაცვლილს არაერთხელ მიუმართავს, რითაც თეკლაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობდა. 

„ეგენი ერთად არ ცხოვრობდნენ. ამ ბიჭს უყვარდა ძალიან და ცდილობდა, მასთან ერთად ყოფილიყო და თეკლა წინააღმდეგი იყო. მერე ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერა, იმიტომ, რომ ამას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ვალები და რაღაცები. გვარის შეცვლა მინდაო, ასე ეუბნებოდა, იმიტომ, რომ თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და პასპორტიც კი წაართვა თეკლას, იმიტომ, რომ არ გამეპაროო. სულ იმუქრებოდა, რომ თავს მოვიკლავო, ხელებს ისერავდა, რას აღარ შრებოდა იმისთვის, რომ მანიპულაციით და ფისქოლოგურად ემოქმედა თეკლაზე.

თვითონ მიიყვანა მაგ ბიჭმა დაზიანებები სადარბაზოში ერთ-ერთი ჩხუბის და მუქარის დროს. სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა ეს დანა და თეკლამ გამოაძრო ეს დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული, რომ სასწრაფომდე ჩაეყვანა, მაგრამ ვეღარ ჩაიყვანა კიბეებზე, იმიტომ, რომ გაითიშა. გავარდა გარეთ, სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა. გადარჩენას ცდილობდა“, - ამბობს დაკავებულის დედა. 

შეგახსენებთ, რომ ქმრის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის ქართველი „ტიკტოკერი“ თეკლა გერსამიაა დაკავებული. წყვილი სამეგრელოდან იყო, ცოტა ხნის წინ მათ ხელი მოაწერეს და საცხოვრებლად თბილისში, ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თეკლა გერსამიას 20 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მიტროპოლიტმა აღასრულა წესის აგება ახლად შესვენებულთა...“ - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

⭕ მამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ

🎥 ჟურნალისტ გიორგი კობერიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა