გადაცემა „იმედის დღის“ თემა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების განვითარება იყო.
როგორია აუტისტური სპექტრის მქონე წარმატებული მშობელი?
როგორ უნდა ამოვიცნოთ ადრეულ ასაკში აუტიზმი?
როგორ უნდა ვმართოთ ეს დიაგნოზი?
ამ თემებზე, ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრმა, ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავის“ დირექტორმა ტატა ბაზღაძემ ისაუბრა.
„აუტიზმის ამოცნობა საკმაოდ ადრეულ ასაკში ხდება, ეს დარღვევა თანდაყოლილია. გადაჭრით დიაგნოზი 1 წლის ასაკში ვერ დაისმევა, შეიძლება ზოგადი განვითარების გამო იყოს შეფერხება, შეიძლება რეცეპტული მეტყველების აშლილობით. თვალსაჩინო უკვე 2-3 წლამდეა“,- განმარტავს ტატა ბაზღაძე.
„მიმიღე, გამიღიმე, შემიყვარე“- ეს გაბრიელ გელაშვილის გზავნილია.
12 წლის ბიჭუნა აუტიზმით. გაბრიელის დედა მარიამ სიჭინავა გაბრიელის ისტორიას გვიყვება.
„მე, როგორც მშობელი თავიდანვე ვხვდებოდი, რომ ისე არ მიდიოდა ყველაფერი, როგორც ტიპური ბავშვების განვითარების დროს ხდება. ყველაზე დიდი პრობლემა იმ დროში ის იყო, მეც, როგორც ყველა განვიხილავდი ამ ყველაფერს, როგორც დაავადებას და დავიწყე სამკურნალო მეთოდების ძებნა.
გაბრიელის ზრდასთან და დაგროვილ ინფორმაციასთან, გამოცდილებასთან ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ აქ მედიკამენტები არაფერ შუაშია. ყველაზე საუკეთესო გზა ქცევითი თერაპიაა“,- აღნიშნავს მარიამ სიჭინავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: