Digest Logo

🎥 „უკანონოდ შეაღწია და ძვირად ღირებული ნივთი, ასევე, 13 000 დოლარი წაიღო“ - თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

1752131265
 ბინის გაქურდვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1988 წელს დაბადებული მ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის 1985 წელს დაბადებული ს.მ.-ს ბინაში, ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ძვირად ღირებული ნივთი, ასევე, 13 000 აშშ დოლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, თანხის ნაწილი, საკეტის გამღები ინსტრუმენტი - ე.წ. „ატმეჩკა“ და ​ სხვადასხვა ხელსაწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რას იტყვის ხალხი?!... სწორია თუ არა ცხოვრება სხვების სურვილებით და შეხედულებებით - ფსიქოლოგის რჩევები

🎥 „როდესაც ბავშვი მამას ჰგავს...“ - სოფია კვინიკაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

🎥 საკვებით მოწამვლა ზაფხულში, როგორ დავიცვათ თავი კვებითი ინტოქსიკაციისაგან? - სპეციალისტის რჩევები