
მუხიანის მე-4 მიკრორაიონში 42-ე კორპუსში დილის 9 საათზე მეზობლებმა ლიფტში დანით დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს.
👉ლიფტში ნანახ ცხედარს დაზიანებები აღენიშნება - მუხიანში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები
მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი, კაბინას ცეცხლის წაუკიდეს, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით. ამიტომ გარდაცვლილს გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობების გარდა დამწვრობაც აქვს მიღებული.
მკვლელობის იარაღი ჯერ ნაპოვნი არ არის, ისევე როგორც არ არის ცნობილი მკვლელის ვინაობა.
არ არსებობენ არც დანაშაულის უშუალო თვითმხილველები.
საგამოძიებო მოქმედებები მუხიანში ამ წუთებშიც გრძელდება, პოლიცია მკვლელს სათვალთვალო კამერებზეც ეძებს.
მოკლული რამაზ ბასილაძე იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. სავარაუდოდ ეს კარგად იცოდა მკვლელმა, რომელიც სადარბაზოში დახვდა.
„კურიერის“ ინფორმაციით მამაკაცს უცნობი პირი აედევნა, ლიფტში შეჰყვა და ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. გარდაცვლილს სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. დამნაშავემ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
ჯერჯერობით უცნობია, როგორც დამნაშავის ვინაობა ასევე მკვლელობის მოტივი.
ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გამოძიება 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.