
კაცს, რომელიც მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, სხეულზე სავარაუდოდ, დამწვრობა აღენიშნება.
გარდაცვლილი 42 წლის არის, რომელიც კურიერის ინფორმაციით, შესაძლოა იყოს მოკლული.
„ამბობენ, რომ ის არის დასახიჩრებული და დანით აქვს ჭრილობები მიყენებული“ - აღნიშნავს კურიერის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
„მეზობელმა გვითხრა, მე სამსახურში დილით 6 საათზე გავედი და ლიფტში არაფერი იყოო, ანუ 6-ის შემდეგაა მომხდარი. დედა ჰყავს მოხუცი, ძალიან შემეცოდა. ქირით ცხოვრობდნენ“,- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
კაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს და როგორც კრიმინალისტები, ასევე სასამართლო ექსპერტები შემთხვევის ადგილზე რჩებიან.
ასევე დაგაინტერესებთ: