
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსებს შორის გრიპი წარმოადგენს ყველაზე მძიმე ვირუსს თავისი მიმდინარეობის თავისებურების გათვალისწინებით.
როგორც ჩხაიძემ „მედიაჰოლდინგ კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იანვრის პერიოდი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო და თუ დეკემბრის ბოლოს გრიპის ხვედრითი წილი იყო 25%, ახლა 60%-ს მიაღწია.
„ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსებს შორის გრიპი წარმოადგენს ყველაზე მძიმე ვირუსს თავისი მიმდინარეობის თავისებურების გათვალისწინებით. ეს არის ყველაზე მძიმე ვირუსი ქვეყანაში, შესაბამისად ძირითადი აქცენტი გრიპის ვირუსის ცირკულარიზაციაზე კეთდება.
გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მატულობს. იანვრის პერიოდი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო და თუ დეკემბრის ბოლოს გრიპის ხვედრითი წილი იყო 25%, ახლა 60%-ს მიაღწია. ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც ნიშნავს რომ 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ახლა, ინფიცირების მატების ფონზე გრიპი გავრცელების მიხედვით მაქსიმალურ ციფრზეა.
შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია და იანვრის მეოთხე კვირა იქნება თუ არა მატება, რთულია პროგნოზირება, მაგრამ ის დინამიკა რაც იყო ნაჩვენები დეკემბრის მეორე ნახევრიდან, მიუთითებდა რომ იანვრის მეორე ნახევარი უნდა ყოფილიყო მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი, რაც ჯერჯერობით ასეა.
რა მდგომარეობაც ახლა ქვეყანაშია მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ გრიპი გახლავთ დომინანტური ვირუსი. აქედან გამომდინარე ყველა ღონისძიება მკურნალობიდან დაწყებული და მკურნალობის ადგილით დამთავრებული, უნდა ეფუძნებოდეს ამ ინფორმაციას, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის უკან იქნება გრიპის ვირუსი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ გამოვიყენოთ 25.01.2025-ის სარკისებური თარიღის ენერგია, ცხოვრების გასაუმჯობესებლად