10 სექტემბერი საქართველოს სახალხო მწერლის, დავით კლდიაშვილის დაბადების დღეა.
დავით სამსონის ძე კლდიაშვილი 1862 წელს, იმერეთში, ზედა სიმონეთში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში დაიბადა. მისი შემოქმედების მთავარი თემაც შემოდგომის აზნაურების ცხოვრებაა.
დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები არაერთ ფილმსა და სპექტაკლს დაედო საფუძვლად. მწერლის სიცოცხლეშივე რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა სამანიშვილის დედინაცვალი გადაიღო. ასევე გვახსოვს „ბაკულას ღორები“, რომელიც მაყურებელმა 1976 წელს იხილა.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ჰყავდა მეუღლე მარიამ მაჭავარიანი, შვილები: სიმონი, სერგო და ნინო.

1931 წლის 24 აპრილს მწერალი გარდაიცვალა და იგი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.
სახლი, სადაც მწერალი დაიბადა და გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ მკითხოთ, კირა სად არისო...“ - თეონა ცირამუა რეპეტიციიდან შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს