Digest Logo

„100%-ით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ“ - გიორგი მამარდაშვილი

1790192099
გიორგი მამარდაშვილი

ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100%-ით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.

პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ. შემდეგ კი, უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ.

იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

მატჩების განრიგი

25 სექტემბერი, 20:00 - საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია28 სექტემბერი, 20:00 - საქართველო - უკრაინა2 ოქტომბერი, 22:45 - უნგრეთი - საქართველო5 ოქტომბერი, 22:45 - ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმ საერთო საცხოვრებლიდან ადამიანებმა უზარმაზარ წარმატებებს მიაღწიეს, ჰუმანიტარული დახმარებისგან წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდნენ, ჩემი კულინარიის სიყვარულიც აქედან მოდის“ - ლიკა კვარაცხელია

🎥 „სოხუმიდან მარტო წამოვედი, მამამ ტრაპზე შემაგდო, ამ დროს ჩემი ძმა დაიკარგა“ - რას ჰყვება ლიკა კვარაცხელია

⭕ჯადოსნური მზის ჩასვლა საბერძნეთიდან - თაკო ჩხეიძე ულამაზეს კადრებს გვიზიარებს