Digest Logo

🎥 11 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება

1749621950
გიო ხუციშვილი

„მომეფერე და მოგეფერები“ - ასე ჰქვია შემოქმედებით საღამოს, რომელიც დღეს, 11 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

კონცერტი მომღერალ გიო ხუციშვილის ხსოვნას მიეძღვნება. 

სიმღერებს, რასაც გიო თავის დროზე მღეროდა, ახლა მისი შვილი ზუკა და ნოდარიკო შეასრულებენ. 

„ძალიან ბევრი ხალხი, გიოს მეგობრები, მუსიკოსები, მომღერლები გვერდში გვიდგანან, რომ ისეთი საღამო გამოვიდეს, რაც გიოს შეეფერებოდა, დიდი პასუხისმგებლობაა“, -  ამბობს ზუკა ხუციშვილი.

„შვიდკაცასთან ერთად შევასრულებ სიმღერას, ძალიან მიხარია, რომ ვიმღერებ, რადგან სენტიმენტალურია ჩემთვის. გიოს შემოქმედება არამხოლოდ ოჯახისთვის, მაყურებლისთვისაც ძვირფასია. რასაც გიო აკეთებდა, ახლა ჩვენ გავაკეთებთ“, - ამბობს ნოდარიკო ხუციშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თუ გაწუხებთ თვალის სიწითლე, წვა, ქავილი, ცრემლდენა, მხედველობის გაუარესება - ეს ინფორმაცია შენთვისაა!

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხები იქნება, სიფრთხილეც საჭიროა“ - 11 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან