
დღეს საქართველოში მეხანძრე მაშველის დღე აღინიშნება. ამ სამსახურში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი ადამიანი დგას. მათი პირდაპირი მისია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა.
ისინი ამბობენ, რომ ამ საქმეს, რომელიც ფიზიკურადაც და ემოციურადაც საკმაოდ რთულია, ვერ გააკეთებ თუ არ გაქვს ენთუზიაზმი და მოტივაცია.
გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში სტუმრად იმყოფებოდნენ მეხანძრე ლევან ჟამერაშვილი, კინოლოგი ანდრო ფეიქრიშვილი და ბელგიური ნაგაზი მაშო.
„14 წელია უკვე ამ სამსახურში ვარ და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი სამსახურია, იყო მეხანძრე მაშველი რთულია. ყველაზე რთული ალბათ ის არის, რომ როდესაც გამოძახებაზე მივდივართ არ ვიცით წინასწარ რა სახის დახმარება შეიძლება დასჭირდეს ჩვენგან მოქალაქეებს და ყოველ წამს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ჩვენი სამსახური არის გუნდური სამსახური, აქ ერთი ადამიანი ვერ გახდება ვერაფერს. როცა ადამიანს ვეხმარებით ის შეგრძნება აღუწერელია, რასაც განვიცდით.
წლების წინ ხშირი იყო გაზის გაჟონვა, როცა ერთ-ერთ გამოძახებაზე მივედით და ბინის კარი გავხსენით დედა-შვილი იყო. სასწრაფოს დახმარებით შვილი მალე მოვიდა გონზე, დედა კი დიდი ხანი იყო უგონო მდგომარეობაში, თუმცა ჩვენ მარტო არ დავტოვეთ და მართლაც პულსი მოუვიდა ადამიანს და როცა კლინიკაში დავრეკეთ და მოვიკითხეთ გვითხრეს, რომ გადარჩა და ეს იყო დიდი ბედნიერება“, - ჰყვება მეხანძრე.
„ძაღლს შემთხვევის ადგილზე უფრო სწრაფად შეუძლია ადამიანის პოვნა, იგივე ნანგრევებში და სტიქიურ ზონაში“, - ჰყვება კინოლოგი.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საბა საზონოვი – „რვა თვეზე მეტი გამიცდა, მაგრამ პოლონეთთან გამოჩნდა, რომ სათამაშოდ მზად ვარ“
⭕ როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით