Digest Logo

🎥 „შესაძლოა წარსულში არსებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი...“ - 12 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1749706597
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია და ამ დღის ენერგიები ძალიან დადებითია. მნიშვნელოვანია გამოიყენოთ სწორად და აღადგინოთ ჰარმონია საკუთარ თავთან. განმარტოვდეთ და დაკავდეთ იმით, რაც რეალურად გსურთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა  ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

სუსლოვამ ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა:

ვერძი

განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ურთიერთობებისა და ფინანსების კუთხით. შეეცადეთ სიფრთხილე გამოიჩინოთ და იყოთ დიპლომატიურები.

კურო

შესაძლოა გქონდეთ საწინააღმდეგო აზრები და ემოციები. დღის მეორე ნახევარში ეს ყველაფერი გამოსწორდება. კარგი იქნება განმარტოება.

ტყუპები

ინტუიციურად დატვირთული დღე გელოდებათ. შესაძლოა გამოჩნდეს ახალი ადამიანები და შესაძლებლობები თქვენს ცხოვრებაში. დაფიქრდით და გააზრებულად იმოქმედეთ.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი დღეა. შესაძლოა წარსულში არსებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი. შეეცადეთ სწორად მიუდგეთ ამ ყველაფერს. არ არის აუცილებელი ყველაფერი ეგრევე გამოასწოროთ.

ლომი

შესაძლოა გამოგიჩნდეთ ახალი შესაძლებლობები, თუმცა სასურველია კარგად დაფიქრდეთ და არ იჩქაროთ. უმჯობესია დააკვირდეთ მოვლენებს და შემდეგ იმოქმედოთ.

ქალწული

ნებისმიერი სირთულის პრობლემის მოგვარება დღეს თქვენთვის ძალიან მარტივია. ასევე მარტივია თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან კომუნიკაცია. გამოგიჩნდებათ შანსები, რომლებიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

სასწორი

შესაძლოა კონფლიქტებმა იჩინონ თავი. არ დაუთმოთ ზედმეტი დრო სხვებს. საკუთარი პოზიციები დაიცავით. შეეცადეთ ენდოთ ადამიანებს, რომლებმაც იმედი უკვე გაგიმართლათ.

მორიელი

საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე გელოდებათ. კარგი დღეა სერიოზული საუბრებისთვის. უნდა გაითვალისწინოთ, რომ იყოთ სამართლიანები. შეეცადეთ სწორად მიუდგეთ ადამიანებს ურთიერთობის დროს.

მშვილდოსანი

შესაძლოა ცვლილებებმა თქვენი გეგმებიც შეცვალოს. არ ინერვიულოთ, შეეცადეთ, რომ სწრაფად იმოქმედოთ. ფეხი აუწყოთ ცვლილებებს, რომლებიც დღეს მოხდება.

თხის რქა

მნიშვნელოვანი დღეა. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ თქვენ შრომას სათანადოდ ვერ აფასებენ. ეს არ ნიშნავს იმას რომ პასუხისმგებლობები არ უნდა შეასრულოთ. 

მერწყული

სამომავლო გეგმებზე ფიქრისას გაითვალისწინეთ, რომ დეტალებზე კონცენტრირდეთ. განსაზღვრეთ ყველაფერი სწორად და ისე იმოქმედეთ. არ არის სასურველი დაუფიქრებელი ნაბიჯების განხორციელება.

თვზები

საუკეთესო დრეა შემოქმედებითი აქტივობებისთვის. შეგიძლიათ ნებისმიერი ახალი საქმით დაკავდეთ. გამოიყენეთ დღე პრაქტიკულად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში პოლონეთი დაამარცხა

🎥 „თაობიდან თაობამდე გზას აცდენილები არიან...“ - რა არის საგვარეულო წყევლა და შეიძლება თუ არა მისი გამოსწორება?

⭕„დიდი უბედურება დატრიალდა ჩვენს თავს...“ - ნოე სულაბერიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს