
12 მაისი, ექთნის საერთაშორისო დღეა. აღნიშნული პროფესია მე 19-ე საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ინგლისელმა ფლორენს ნაიტინგეილმა საფუძველი ჩაუყარა მას როგორც პროფესიას. ნაიტინგეილი, 38 დამხმარესთან ერთად, ომის დროს დაჭრილ და დაზარალებულ ბრიტანელ ჯარისკაცებს უწევდნენ დახმარებას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარჯზე, თავდაუზოგავად შრომობდნენ.
ადამიანზე ზრუნვის პრაქტიკა სხვადასხვა ფორმით მრავალი წელია არსებობს, თუმცა მას არ ჰქონდა სახელი.
ექთანი დღეს სამედიცინო სფეროში უმნიშვნელოვანესი რგოლია, ხშირად ექთანს სამედიცინო დაწესებულის ხერხემალს უწოდებენ. ასევე პაციენტის დამოკიდებულება კლინიკისადმი, მისი დატოვების შემდეგ მეტწილად ექთანზეა დამოკიდებული, ვინაიდან სწორედ ექთანს უწევს ყოველდღიური და აქტიური კომუნიკაცია მასთან.
12 მაისი, ექთნის საერთაშორისო დღეა, თარიღი ფლორენს ნაიტინგეილის დაბადების დღეს ემთხვევა და მას მთელი მსოფლიო ზეიმობს.
რედაქცია ყველა მედდას ულოცავს აღნიშნულ დღეს!
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თიკა ფაცაცია ამერიკაში მყოფი ქართველებისთვის იმღერებს - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს ტელეწამყვანი