Digest Logo

🎥 „12 წელი ზესტაფონიდან თბილისში ვიარე სამსახურში“ - გაიცანით მაია კვინიკაძე, რომელსაც ექთნობის 42 წლიანი ისტორია აქვს

1742385909
მაია კვინიკაძე

„12 წელი მე ზესტაფონიდან თბილისში ვიარე სამსახურში. დილით 6 საათზე მოვდიოდი და 08:30 საათზე სამსახურში ვიყავი, ვამთავრებდი 6 საათზე და შემდეგ უკან ვბრუნდებოდი“, - ამბობს ექთანი მაია კვინიკაძე, ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა შეხვდეს და მოექცეს იმ პატარებს, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ და როგორი რეაქცია უნდა გამოხატოს ბავშვებთან, რომ მათ სტრესი და ტკივილი შეუმსუბუქოს.

მედიკოსზე გადაცემაში „შუა დღე“ სიუჟეტი მოამზადეს.

„მეუღლე ცუდად მყავდა, რომელიც ზესტაფონში იყო და მე იმას იქ უფრო ვჭირდებოდი. 1 საათიც არ დამიგვიანია სამსახურში სულ ადრე მოვდიოდი, ორ სამსახურში ვმუშაობდი ერთი ქუთაისში იყო. 

42 წელია ექთანი ვარ. ბავშვებთან მუშაობას და მშობელთან კომუნიკაციასაც თავისი სპეციფიკა აქვს.

თუ კარგი ექთან ხარ, ექიმისთვის ხარ მარჯვენა ხელი და გიხარია ის კარგი შედეგი, რომელსაც იღებ. სულ ვცდილობ თუ ვინმეს რამეში ვჭირდები დავეხმარო“, - ამბობს მაია კვინიკაძე.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

⭕  ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ქალები 4-ჯერ უფრო მეტად იტანჯებიან სეზონური დეპრესიით, ვიდრე მამაკაცები - ნიშნები, რომლებიც  სეზონური დეპრესიაზე მიგვანიშნებს

🎥 „ადამიანი რაც უფრო ხანში შედის, უფრო მეტი ძალა აქვს“ - გაიცანით ხელოვანი ცოლ-ქმარი

🎥 „ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებს და ქვითრებს“ - 19 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან