Digest Logo

14 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში დაგეგმილ შეხვედრას სტუმართა გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან

1792524600
ეროვნული ნაკრები

14 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში დაგეგმილ შეხვედრას სტუმართა გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან – ინფორმაციას უეფას სადისციპლინო კომიტეტი აქვეყნებს. უნგრელი გულშემატკივრები 5 ოქტომბერს გამართული ერთა ლიგის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯეს.

სადისციპლინო კომიტეტის ცნობით, უნგრელი გულშემატკივრების მიერ ჩადენილი დარღვევები მოიცავდა რასისტულ და დისკრიმინაციულ ქმედებებს.

გარდა ამისა, უნგრელი ქომაგები დამნაშავედ ცნეს მოედანზე საგნების სროლაში, სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანებაში, ეროვნული ჰიმნების შესრულებისას არასპორტული ქცევის გამოვლენასა და პიროტექნიკის გამოყენებაში. უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია დაახლოებით 78 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზოგჯერ ზებრა შუქნიშნის გარეშეა, რაც ბავშვისთვის გადასვლას ართულებს“ - რა უნდა ვასწავლოთ პატარებს გზაზე მოძრაობის შესახებ: ეკა ლალიაშვილის რჩევები

🎥 „მენსტრუალური ციკლი გოგომაც უნდა იცოდეს და ბიჭმაც“ - თათია ტუღუში სქესობრივ განათლებასა და საზღვრებზე: ბავშვის რა ასაკია ოპტიმალური ამ სახის განათლების მისაღებად?

⭕ ჰოლივუდური ელეგანტურობა: გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი გალა-საღამოს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ

წყარო: rustavi2.ge

✕