Digest Logo

15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი

1786736594
ქარი და წვიმა

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ულამაზესი და უმშვენიერესი“ - როგორ ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს ლუკა ლოჩოშვილის მეუღლე

⭕ „თავისი ობიექტივით დროის ისტორიას უამრავი დაუვიწყარი კადრი შემოუნახა...“ - დავით ოქიტაშვილი ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობება

⭕ „არ ჰქონდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია“ - გომის მთის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მძღოლს ბრალი წარედგინა