Digest Logo

15 წლის გოგო, რომელიც დედოფლისწყაროში ტბაში ჩავარდა და გონება დაკარგა, კლინიკაში გარდაიცვალა

1725963838
მოზარდი მოზარდი

15 წლის გოგონა, რომელიც დედოფლისწყაროს ცენტრალურ პარკში, ტბაში ჩავარდნის დროს შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„სოფელ სამრეკლოს მკვიდრი 15 წლის მარიამ ბენაშვილი, რომელიც ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში ჩავარდა გარდაიცვალა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული“,- წერს ადგილობრივი მედია ფეისბუკგვერდზე.

ცნობისთვის, შემთხვევიდან რამდენიმე საათში მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს, მას რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობდნენ.

ამ დროის განმავლობაში მოზარდი მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა დედოფლისწყაროში 21 აგვისტოს იმ დრო მოხდა, როცა ხელოვნურ ტბაში საბანაოდ მოზარდები შევიდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა წყალში გონება დაკარგა.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფეხბურთის თამაშის დროს კარში მაყენებდნენ“ - ნონა გაფრინდაშვილის უდიდესი წარმატების ისტორია

🎥 „ეს შედეგი დგება როდესაც საკუთარ თავზე მუშაობ და საუკეთესოს ვერსიას ქმნი“ - თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალიდან მორიგ კადრებს აქვეყნებს

🎥 „არ არის რეკომენდებული მშენებლობის დაწყება, ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის გაკეთება და სისხლი დონაცია“ - 10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან