
16 იანვარი ცნობილი ქართველი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა - იგი 93 წლის გახდებოდა. მსახიობი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა, თბილისში. გარდაიცვალა 2013 წელის 9 მაისს. მისი მეუღლე ასევე ცნობილი მსახიობი გურანდა გაბუნიაა.
ოთარ მეღვინეთუხუცესის ღვაწლი უდიდესია ქართული კინემატოგრაფიის ფილმოგრაფიაში. ცნობილ მსახიობს თეატრსა და კინოში უამრავი როლი აქვს შესრულებული. მან ძალიან დასამახსოვრებელი სახეები შექმნა, განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოუტანა მას მთავარი როლის, აბრაგი დათა თუთაშხიას როლმა მრავალ სერიან ქართულ ფილმში „დათა თუთაშხია“. ასევე სახასიათო როლები აქვს შესრულებული ფილმებში:
„დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“, „ნატვრის ხე“, „ფატიმა“, „ვედრება“, „კეთილი ადამიანები“, „მზე შემოდგომისა“, „თეთრი ბაირაღები“, „წარსულის აჩრდილები“ და სხვა.
ბატონმა ოთარმა 1954 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
იგი იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, დათა თუთაშხიას როლისთვის მას მინიჭებული აქვს საქართველოს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია.
ოთარ მეღვინეთუხუცესი გაიხსენეს გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕არის თუ არა ასტროლოგია მკითხაობა? - ხათუნა ნოელი გამომწერებს პასუხობს
⭕„აღარ გვყავს სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ქეთევან ნაკაშიძე“ - ცნობილი ჟურნალისტი გარდაიცვალა
⭕2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ნომინანტები ცნობილია