საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.
ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული, ანდრია ფუტკარაძე მილოცვებს იღებს. უდიდეს გამარჯვებას პატარა მომღერალს გიგა კუხიანიძე ულოცავს. სწორედ გიგა კუხიანიძის დაწერილი სიმღერით To My Mom-ით წარდგა, ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე.
„ჩემი ოქრო ანდრია. ანდრია ფუტკარაძე ძალიან გაგვახარე ყველა. შენ მაჩუქე უდიდესი სიხარული. მადლობა რომ გჯეროდა ჩემი და 100% შენი გახადე სიმღერა. ღმერთმა ასეთი უამრავი სიხარული მოგცეს. დანარჩენი რომ ჩამოხვალ ბევრს ჩაგეხუტები.
შენ ისევ დააბრუნე საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე როგორც რეკორდსმენი ქვეყანა. I love JESC დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის და ამ სიხარულის გაზიარებისთვის“, – წერს გიგა კუხიანიძე.
ცნობისთვის, ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისგან 180 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 59 ქულა. საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შემდეგი გაჩერება ჩეხეთი - ეროვნული ნაკრები ჩვენი ფეხბურთელების ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ყველაზე მნიშვნელოვანი ის სამოსია, სულს რომ აცვია...“ - გია მურღულია საინტერესო სტატუსს აქვეყნებს