Digest Logo

„ერთდროულად არის ფეხბურთის მოცეკვავეც, მხატვარიც, კომპოზიტორიც...“ - გოგა ჩანადირი ხვიჩა კვარაცხელიაზე

1731857188
ხვიჩა კვარაცხელია

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ამა თუ იმ საკითხის შესახებ საკუთარ აზრებს უზიარებს ხოლმე.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ეროვნულ ნაკრებში მის როლზე საუბრობს:

„კვარა არის ნაკრების გული და გოლი.ის მოედნის ყველა ნაწილშია. საუკეთესოა შეტევაშიც და ართმევაშიც.
როცა ბურთს იღებს, უკვე გრძნობ, რომ ხიფათს შექმნის. არაფრისგან შეუძლია საგოლე მომენტის გამოძერწვა. როცა თამაშობს, უბრძოლველად მის ხალხს არ თმობს.

მისი თამაში თანაგუნდელებისთვის გადამდებია. არ გაძლევს საშუალებას, რომ ხელები ჩამოუშვა.
კვარა ნაკრების („ნაპოლისაც") მრავალ ტურბინიანი ძრავია.მას არც თანაგუნდელების გამხნევება ეშლება და არც მეტოქის პატივისცემა.

უკრაინასთან თამაშში ნაკრების მთელი გული და სული იყო. ყოველდღე იზრდება და იხვეწება.
ის მოედანზე ისეთ განსხვავებას ქმნის, რასაც დღევანდელ ფეხბურთში ბევრი ვეღარ ახერხებს.
თამაშობს ლაღად, სიამოვნებით და ამასთანავე, საოცარი შეუპოვრობით. ერთდროულად არის ფეხბურთის მოცეკვავეც, მხატვარიც, კომპოზიტორიც. კვარამ ფეხბურთი დააბრუნა საქართველოში. კვარასთან ერთად ბევრს მიაღწევს ეროვნული ნაკრები“, - წერს გოგა ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

შემდეგი გაჩერება ჩეხეთი - ეროვნული ნაკრები ჩვენი ფეხბურთელების ფოტოებს აქვეყნებს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის სამოსია, სულს რომ აცვია...“ - გია მურღულია საინტერესო სტატუსს აქვეყნებს

🎥 „ჩვენ ქართული ფეხბურთის მზის სხივის, ხვიჩა კვარაცხელიას ეპოქაში ვცხოვრობთ...“ - Geo Team-ი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს