Digest Logo

🎥 „18 წლის ასაკში უკვე ორი შვილი მყავდა და საერთოდ ვერ ვიგრძენი ის, რასაც შვილიშვილებზე ვგრძნობ“ - თამუნა ზაუტაშვილი

1789586433
თამუნა ზაუტაშვილი

თამუნა ზაუტაშვილი არის ცნობილი ქართველი მხატვარი და დიზაინერი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თავისი ხელნაკეთი ქუდებით, საყურეებითა და ორიგინალური ჩოკერებით. მისი შემოქმედება დიდი მოთხოვნით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო მისი ექსკლუზიური მოდელები მილანის მაღალი კლასის „შოურუმებშიც“ კი არის წარმოდგენილი.

იგი გადაცემის „პრაიმშოუ“ სტუმარი იყო, სადაც ბებიობაზე და შვილიშვილებთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

„უფროსი შვილიშვილი 9 წლის არის, მეორე 4-ის და პატარა 2 წლის.

18 წლის ასაკში უკვე ორი შვილი მყავდა და საერთოდ ვერ ვიგრძენი ის, რასაც შვილიშვილებზე ვგრძნობ. 

მგონია, რომ შეშლილი ბებია ვარ, მართლა ვაფრენ, მონა ვარ ამ ბავშვების. 

ვიყავი უმკაცრესი დედა, შვილებთან ერთად გავიზარდე, ამათთან სიმკაცრე კი არა, „არა“ არაფერზე მითქვამს“, - თამუნა ზაუტაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე და ჩემი მეუღლე შვილიშვილით ვარსებობთ, დაბადების წამიდან, რომ ავიყვანე ხელში აღარც გამიშვია..“ - ნინო ნადირაძე

🎥 „ფრთხილად სიზმართან!“ - თაკო მელიქიშვილი სექტემბრის 2 თარიღს ასახელებს, როცა საბედოს ნახავთ

რატომ ითვლება 23 სექტემბერი ერთ-ერთ გამორჩეულ თარიღად და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ