სასწაულის მოლოდინი, რომელიც ორ ათწლეულს გაგრძელდა, რეალობად იქცა. ილია არჩუაძესა და ირინა ფარულავას 20-წლიანი უშვილობის შემდეგ ნანატრი შვილი შეეძინათ. მადლიერების ნიშნად, ოჯახის უფროსმა წლების წინ დადებული პირობა აღასრულა და თბილისიდან მარტვილამდე, წაჩხურის მონასტრისკენ, მამა გაბრიელის ხატი ფეხით ჩააბრძანა.
„20 წლის განმავლობაში შვილი არ გვყავდა. ტაძარში დავდე პირობა: თუ მე და ჩემს მეუღლეს ბავშვი შეგვეძინებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩამოვაბრძანებდი მამა გაბრიელის ხატს“, - ამბობს ილია.
ილიასთვის იმ მომენტის გახსენება, როდესაც შეიტყო, რომ მამა გახდებოდა, დღემდე ემოციურია. მისი თქმით, ეს იყო წამი, როდესაც სიხარულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:
„რომ გავიგე, მამა გავხდებოდი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა ან როგორ გამეაზრებინა ეს ამბავი. ადგილზე გავიყინე... სასწაულად გაგვიხარდა კი არა, მთელი სანათესავო ვტიროდით. ყველაზე მეტად ის მინდოდა, რომ ჩემი მეუღლე გამხდარიყო დედა“, - ჰყვება ახალგაზრდა კაცო.
ცნობისთვის, მარტვილი და კერძოდ, წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, შემთხვევით არ შერჩეულა. წაჩხურობის დღესასწაული უშვილო წყვილთა შემწედ მიიჩნევა და სწორედ ამიტომ, მადლიერმა მამამ ხატი ამ წმინდა ადგილამდე მიაბრძანა.
ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
⭕„აიღეთ ფურცელი და ვერცხლისფერი ან ლურჯი კალამი“ - მერკურის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ