დიზაინერი ზალიკო ბერგერი ქართულ ბომონდში ცნობილია, როგორც ყველაზე ხალისიანი და პოზიტიური ადამიანი.
იგი გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საუბრობს იმაზე, თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს:
„წმინდა მატრონას ხატი მეკიდა და ვთხოვდი: ისე მატკინე, მთლად არ მომკლა, მაგრამ ტკივილი მომაყენე, რომ გავეშვა დამოკიდებულებას-მეთქი. უცებ მუცელში ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, ჯოჯოხეთური ტკივილი იყო, თუმცა მალევე გამიარა.
ვისკი დავასხი ჭიქაში და რომ დავლიე, უარესი დამემართა, კუჭი გამისკდა და გული წამივიდა. სახლში მარტო ვიყავი. თავი ბარის კუთხეს მივარტყი.
ვიფიქრე, სასწრაფო რომ მოვიდეს, არ იფიქრონ, მოუწესრიგებელი ვარ-მეთქი. ავდექი, შარვალი გავიხადე და ნამსხვრევები მოვწმინდე. ღმერთს მადლობა, რომ არ დავიჭერი. არ ვიცოდი, რომელ ნომერზე უნდა დამერეკა სასწრაფოსთვის. ისეთი ტკივილი იყო, თითქოს ხანჯალი ჩაგარჭონ და შიგნით დაატრიალონ.
აღმოჩნდა, რომ სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა, კუჭი გახეთქილი მქონდა, პერიტონიტი დაწყებული. ექიმებმა მითხრეს, 20 წუთი რომ დაგვიანებულიყო ოპერაცია, შესაძლოა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი“,- ჰყვება ბერგერი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ასევე დაგაინტერესებთ: