
ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.
სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 72 ქვეყანა 🌍
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 219 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.
ამჯერად, მოგზაური ნიგერიაში იმყოფება და გვიზიარებს თუ როგორ გაატარ 1 დღე ქალაქში.
იგი გვირჩევს თუ ნიგერიაში მოვხვდებით, აუცილებლად ვიქონიოთ ქეში, რადგან ბანკომატიდან ფულის გამოტანა ფაქტობრივად შეუძლებელია.
„დღეს 600 დოლარის გამოტანას ვითხოვდით ბანკიდან და ვერ გამოვიტანეთ, როგორც აღმოჩნდა უცხოელებს არ აძლევენ ამდენ ქეშს, ნიგერიაში კი ძლივს ქართველის დახმარებით ვიშოვეთ ქეში.
უბრალო ხალხი, რომელიც ბაზარში დადიან უფრო საყვარლები არიან, ვიდრე ისინი ვინც ბანკში არიან, ძალიან ცუდად გვემსახურებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ როდის მოგვიშორებდნენ“, - ამბობს მოგზაური.
უფრო ვრცლად თუ რა ხდება ნიგერიაში და როგორი იყო მოგზაურის 1 დღე ნახეთ აქ 👇
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 მელანომა, კანის ყველაზე საშიში კიბო - როგორ ამოვიცნოთ და ავიცილოთ?! კოტე თოდუას რჩევები
🎥 „ოჯახური ღირებულების ტრადიცია“ - რომელიც ტრადიციები მოსწონთ ყველაზე მეტად საქართველოში?
⭕ როდის უნდა შეიჭრათ თმა? - მარტის კალენდარი ახალი ვარცხნილობისთვის