Digest Logo

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 18 წელი გავიდა - ფოტოკოლაჟი

1762491411
7 ნოემბერი გიორგი აბდალაძის ფოტოკოლაჟში

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. 

ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან „კარვების ქალაქის“ გაშლა დააანონსა. იმავე დღეებში თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა გრძელდებოდა.

2007 წლის 7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლმდენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა.

იმავე საღამოს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა, ტელეკომპანიის მაუწყებლობა გაითიშა.

პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ შევურჩიოთ უსაფრთხო სათამაშოები ჩვენს შვილებს? - სპეციალისტის რჩევები

🎥 „არ მქონდა დახვეწილი აქცენტი, როგორიც საზოგადოებას მოეწონება საქართველოში...“ - თამო ვაშალომიძე იტალიურ ფილმში მონაწილეობაზე

🎥 რა აღიზიანებს მორიელს? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი