Digest Logo

🎥 „2015 წელს შევქმენით ოჯახი, ჯვარი ზღვის დონიდან 4 000 მეტრზე დავიწერეთ“ - მთაში დაწყებული სიყვარულის ისტორიის დეტალები

1729513699
 ხატია და გიორგი

გადაცემამ „შუადღე“ ეთერი მთაში ნაპოვნ სიყვარულს დაუთმო. ხატია და გიორგი ერთ-ერთი წყვილია, იმ მცირერიცხოვანი ადამიანებიდან, ვინც მყინვარწვერზე დაიწერა ჯვარი და სწორედ ეს გახდა ალბათ მიზეზი იმისა, რომ მთას ვეღარ შეელივნენ და სწორედ გუდამაყარი აირჩიეს საცხოვრებლად.

„მთაში ვიპოვე სიყვარული, გიორგი რომ გავიცანი მას შემდეგ მთასთან ვარ დაკავშირებული. სამი წელია ვცხოვრობ გუდამაყარში, ჩემ ქმართან და ელენიკოსთან ერთად.

რომ დავოჯახდით, მალევე მივხვდით, რომ მთაზე ვიყავით მიჯაჭვულები. მივხვდით, შეგვეძლო გაგვეკეთებინა ტურისტული სივრცე“,  - ამბობს ხატია სუხაშვილი.

„სტუდენტობიდან მოყოლებული, გასვლები, ლაშქრობები, ტურები. ლომისაზე გავიცანი ხატია, შევქმენით ოჯახი 2015 წელს, ჯვარი ზღვის დონიდან 4 000მეტრზე დავიწერეთ. 

ნოლიდან დავიწყეთ ყველაფერი, წყალი, დენი, კანალიზაცია. სახელიც შესაბამისი შევურჩიეთ და კიდევ ვაპირებთ რაღაცების გაკეთებას“, - ამბობს გიორგი ბექაური.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?v=486244504370168&rdid=TiddYgdFFrC0pc1B

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ადამიანი, რომელმაც ქართულ პედიატრიაში შექმნა ახალი ეპოქა“ - თემურ მიქელაძე კოლეგას ემშვიდობება

„თავში ჩამარტყეს აგურის ნატეხი, სიკვდილის ღირსი ხარო“ - თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

ვინ იყო თბილისში მოკლული ახალგაზრდა კაცი - ახალი დეტალები