Digest Logo

2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 5.1 მილიონს მიაღწია

1736930310
 ტურისტული ვიზიტები

„2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 9%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ 0.2% შეადგინა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღნიშნული მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით ზრდა 4.2%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.

ტურისტული და საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2024 წლის მე-4 კვარტალში.

„გასული წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,098,890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა 8.4%-ია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა 0.8%-ს შეადგენს.

2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1,573,488 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა 4.5%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენა 74.2%-ს შეადგენს.

2024 წლის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი - 1,336,834 ვიზიტი, ისრაელი - 310,982 ვიზიტი, ყაზახეთი - 178,930 ვიზიტი, ინდოეთი - 124,335, ჩინეთი - 88,583 ვიზიტი, საუდის არაბეთი - 88,298 ვიზიტი, უზბეკეთი - 64,259 ვიზიტი, ამერიკის შეერთებული შტატები - 51,728 ვიზიტი, საფრანგეთი - 28,302 ვიზიტი, საბერძნეთი - 27,557 ვიზიტი, ქუვეითი - 27,277 ვიზიტი, ლატვია - 22,297 ვიზიტი, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 14,889 ვიზიტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა ხელფასი იზრდება

⭕ „ბუნებრივი და გამორჩეული გოგო ხარ“ - როგორ გამოიყურება 9 თვის ორსული ლიზა ჩიჩუა?

🎥 „ხახვი, ნიორი და წიწაკა იწვევს თავის კანის გაღიზიანებას“ - რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თმა და როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა? - რჩევები ნინო სანოძისგან