Digest Logo

21 დეკემბერს იოსებ ბესარიონის ძე სტალინი დაიბადა

1734763140
სტალინი

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ჯუღაშვილი 1878 წელს, ქალაქ გორში დაიბადა.  ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სტალინი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის სახელს უკავშირდება ტოტალიტარული რეჟიმის შექმნა და პასუხისმგებლობა მასობრივ რეპრესიებზე, ეთნიკურ წმენდებზე, ხალხთა მასობრივ დეპორტაციებზე, ასობით ათას სიკვდილით დასჯაზე და მასობრივ შიმშილზე, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მისი მშობლები იყვნენ ეკატერინე (კეკე) გელაძე და ბესარიონ ჯუღაშვილი. ჰყავდა უფროსი ძმები, გიორგი და მიხეილი, რომლებიც ჩვილობის ასაკში გარდაიცვალნენ.

ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა სკკპ ცკ-ის პოლიტიკის, სამეურნეო და კულტურული მშენებლობის, გეგმების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხთა შემუშავებასა და განხორციელებაში, პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში. პარტიის სხვა ხელმძღვანელ მოღვაწეებთან ერთად სტალინი შეურიგებლად ებრძოდა ლენინიზმის მოწინააღმდეგეებს, მან დიდი როლი შეასრულა ტროცკიზმისა და მემარჯვენე ოპორტუნიზმის იდეურ-პოლიტიკურ განადგურებაში, სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის ლენინური მოძღვრების დაცვაში, პარტიის ერთიანობის განმტკიცებაში. ლენინური იდეური მემკვიდრეობის პროპაგანდაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტალინის შრომებს: „ლენინიზმის საფუძვლების შესახებ“ , „ტროცკიზმი თუ ლენინიზმი“, „ლენინიზმის საკითხებისათვის“, „ერთხელ კიდევ სოციალ-დემოკრატიული გადახრის შესახებ ჩვენს პარტიაში“, „მემარჯვენე გადახრის შესახებ საკ. კპ (ბ)-ში“, „აგრარული პოლიტიკის საკითხებზე სსრ კავშირში“ და სხვ.

საბჭოთა ხალხმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით განახორციელა სოციალიზმის მშენებლობის ლენინური გეგმა, ჩაატარა თავისი სირთულითა და მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობით გიგანტური რევოლუციური გარდაქმნები. ამ ამოცანების გადაწყვეტაში პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად თავისი პირადი წვლილი შეიტანა ი. სტალინმა.

სტალინის მთავრობა ქადაგებდა და მხარს უჭერდა ათეიზმს, სპეციალური ათეისტური განათლების სკოლებში დანერგვით, ანტი-რელიგიური პროპაგანდით, საზოგადოებრივი ინსტიტუტების ანტი-რელიგიური მუშაობით, დისკრიმინაციული კანონების მიღებით და მორწმუნეებზე ტერორით. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში რელიგიასთან კავშირი საბჭოთა მოქალაქეებისათვის სახიფათო გახდა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ამბავი ცოლ-ქმარზე, რომელიც 12-ჯერ დაქორწინდა, რათა სახელმწიფო შეღავათებით ესარგებლა

🎥 „ითესება სიძულვილი მასმედიის მიერ, მოწინააღმდეგე აზრისადმი...მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ღმერთმა თავისი ტანჯვა-წამების ფასად გაგვიღო სამოთხის კარი“ - მამა ბენიამინ ბელქანია

⭕„ყველაფერი საუკეთესო მინდა გქონდეთ...“ - ეკუნა ყანჩაველი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს