22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამასთან დაკავშირებით, ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.
დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქი წირვას აღავლენს.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად ითვლება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ კასპში ავარია მსხვერპლით დასრულდა