ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჩვენ, ყველანი,
გარდაცვალებისას თუ არ დავემსგავსებით ქრისტეს,
რაღაცაში მაინც,
რომ რაღაც ხელმოსაკიდი ჰქონდეს,
ჩვენ დავრჩებით ბიოლოგიურ არსებებად, უკეთეს შემთხვევაში, და უარეს შემთხვევაში — პირწმინდა ეგოისტებად,
ანუ — დემონურ არსებებად.
ჩემში არაფერი იქნება ისეთი,
ნეკა თითიც კი არ იქნება ისეთი, რომელიც შეძლებს სასუფეველში მყოფობას,
ტალანტი უნდა გამრავლდეს.
ამ დროს — მთელი დემონური სამყარო შენ გებრძვის,
მაგრამ ეს არის ადამიანი,
სხვანაირი ადამიანობა არ არსებობს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების“ - მზე ტყუპების ზოდიაქოში: თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი