Digest Logo

დეზირე დუე: ყოველდღე მაოცებს, კვარაცხელია განსაკუთრებულია

1779394210
დეზირე დუე:

„პსჟ-ს“ თავდამსხმელმა დეზირე დუემ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელით ყოველდღე გაოცებულია.

„კვარა განსაკუთრებული ფეხბურთელია, დრიბლინგის საოცარი უნარი აქვს, შეუძლია ბურთის კონტროლი და ყველა მიმართულებით მოძრაობა. მცველისთვის მისი შეჩერება ნამდვილად რთულია. ყოველდღე ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს, როგორც თამაშებზე, ისე ვარჯიშებზე.

შეტევაში შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, რომლებისგანაც მუდმივად ვცდილობ რაღაცის სწავლას. ისეთ ფეხბურთელებთან თამაში, როგორებიც კვარა, დემბელე და ბარკოლა არიან, ჩემი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ყოველდღე შემიძლია მათთან კონკურენცია და ეს გაუმჯობესებაში ძალიან მეხმარება“, - განაცხადა დუემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩვენ, ყველანი, გარდაცვალებისას თუ არ დავემსგავსებით ქრისტეს...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების“ - მზე ტყუპების ზოდიაქოში: თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი

⭕ მზე ტყუპების ნიშანში გადავიდა: კომუნიკაციისა და ახალი შესაძლებლობების პერიოდი - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი