მეგაპროექტ „ნიჭიერის“ სცენაზე 29 წლის რაფაელ არუთინიანის გამოჩენამ მსმენელი და ჟიური კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.
როგორც გლდანელმა თვითნასწავლმა მუსიკოსმა აღნიშნა, მან 22 წელი ქუჩაში დაუკრა და იმღერა, ხოლო სცენაზე წარდგენილი ვირტუოზული ნომერი დედასა და მეუღლეს მიუძღვნა.
„მე ვარ რაფაელი 29 წლის თბილისიდან. ვცხოვრობ გლდანში. ვმღერი და ვუკრავ სხვადასხვა ინსტრუმენტზე. დღეს 4 ინსტრუმენტზე შემოგთავაზებთ ვირტუოზულ ნომერს. თუ მომეცემა ნომრის შემდეგ საშუალება ვიმღერებ კიდეც.
თვითნასწავლი ვარ. 22 წელი ქუჩაში ვუკრავდი და ვმღეროდი. იქ ვისწავლე ყველაფერი ჩემით. დედაჩემის ოცნება იყო, რომ ამ დარბაზში გამოვსულიყავი. ნომერს ვუძღვნი დედას და მეუღლეს“, - აღნიშნა რაფაელ არუთინიანმა.
რაფაელის ემოციურმა და მრავალფეროვანმა ნომერმა პროექტის წამყვანის, თიკა ფაცაციას განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რომელმაც იგი უმალვე „ოქროს ღილაკით“ დააჯილდოვა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: