Digest Logo

🎥 მეგრული მიწა, ჭურჭლის ღრუბელი, უმი ქათამი და საქონლის ფარში - ნინო კუკანიას უცნაური ნიჭი „ნიჭიერში“

1794943609
 ნინო კუკანია

მეგრელი ნინო კუკანია სტუმრად მეგაშოუ ნიჭიერში იმყოფებოდა, სადაც ჟიური და საზოგადოება უცნაური „ნიჭით“ გააკვირვა.

როგორც ნინო კუკანიამ თქვა, ბავშვობიდან იზიდავს განსხვავებული გემოები, სწორედ ამიტომ პროექტში მიირთვა სხვადასხვა საკვები, მათ შორის მიწა, ჭურჭლის ღრუბელი და ა.შ.

საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ყველა მირთმეული პროდუქტი, საგნებთან მიახლოებული ვიზუალის ტკბილეული იყო:

„ცოტა ისტორიას მოგიყვებით ჩემ ნიჭზე. მე გავიზარდე სამეგრელოში. დაახლოებით 5 წლის ასაკში, როცა ვთამაშობდი გარეთ, ტალახებისგან ვამზადებდი კერძებს. ერთ მშვენიერ დღეს გავსინჯე მიწა და მივხვდი, რომ ეს უცნაური გემოები მომეწონა. ახლა უნდა მივირთვა მიწა. ასევე უმი ქათამი, ბავშვობაში როცა ოჯახში წვავდნენ, არ ვაცდიდი შეწვას ბებოს და დედას, ამიტომ მივირთმევდი უმს. სამეგრელოდან ჩამოვიტანე ეს მიწა. კახეთშიც გამისინჯავს მიწა, მაგრამ მეგრული მირჩევნია. ჭურჭლის ღრუბელი, და უმი ხორციც ჩემი საყვარელი საჭმელია“, - ჰყვება ნინო კუკანია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „მინდა მქონდეს საკუთარი ჭერი...“ - ალექსანდრე გველესიანის ემოციური სურვილები და ფიქრები: რას წერს ჟურნალისტი

⭕ 58 წლის ასაკში პოეტი, მსახიობი და რეჟისორი ალექსანდრე გველესიანი გარდაიცვალა - „მოკვდი გულო გამძლევ...“

🎥 „თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობ...“ - რა გველოდება 2027 წლამდე: თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

✕