58 წლის ასაკში პოეტი, მსახიობი და რეჟისორი ალექსანდრე (საშა) გველესიანი გარდაიცვალა.
ალექსანდრე გველესიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
„მოკვდი გულო გამძლევ სეტყვის
აწი ტალახს ვერ გესვრიან
და მეც აღარავინ მეტყვის
როგორ გავხარ გველესიანს
შეხვედრამდე ბებერ“, - წერს პოეტი გაგა გომართელი სოციალურ ქსელში.
ალექსანდრე გველესიანს გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული - „ქარის წისქვილები“ „სულ ცოტა...“, „ლექსები“, „ასათიანის 22“ და „მე-დიდი დათვი“.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: