Digest Logo

23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე - რკინიგზის გზაგამტარზე მოძრაობა ერთი სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება

1755873924
რუსთველიუს გამზირი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა რუსთავი–ზაჰესის მიმართულებით ერთ ზოლზე შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი–ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტი დროებით გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)–გაჩიანი–რუსთავისა და გამარჯვება–რუსთავის საავტომობილო გზებზე, საიდანაც სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კვლავ დაუკავშირდება თბილისის შემოვლით გზას.

ზაჰესი–რუსთავის მიმართულებით მოძრაობა სამუშაოების მიმდინარეობისას პირველ ეტაპზე მარჯვენა, ხოლო მეორე ეტაპზე მარცხენა ზოლზე განხორციელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სთხოვს მოსახლეობას იმოქმედონ საგზაო ნიშნების შესაბამისად და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში ცაციებს?

⭕ ბორ­ჯომ­ში მომ­ხდარი ავა­რი­ის დროს დაღუპული მეორე ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

⭕„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახს და მეგობრებს“ - ზურა ხაჩიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს