Digest Logo

🎥 „2,3 და 7 წლის შვილები და მეუღლე მეწყერში მოჰყვნენ, გთხოვთ დამეხმაროთ, ვერ გადაიტანენ ღამეს“- სტიქიის ზონაში მოყოლილი ბავშვების მამა

1691086950
სტიქიის ზონაში მოყოლილი ბავშვების მამა

რაჭაში - სტიქიის ზონაში 3 ადამიანს ეძებენ. როგორც ბავშვების მამა ამბობს, მისი შვილები 2, 3 და 7 წლის არიან.

მოქალაქე ხელისუფლებას მიმართავს და დახმარებას ითხოვს:

„მეუღლე და სამი შვილი იყო იქ, ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოჰყვნენ... ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან - 2 წლის, სამის და შვიდის... მთელი ოჯახი მანდ არის, არ ვიცი, როგორ არიან. დღისით ვეკონტაქტე ბოლოს, პირველზე თუ თორმეტ საათზე, მერე აღარ გამოდის არავინ კონტაქტზე, ვინც მანდ იყო, არ ვიცი.. შოვში იყვნენ, კოტეჯებში“, - ამბობს მოქალაქე.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.

მეწყერის შედეგად მდინარეში ჩატანილი მასის გამო კალაპოტიდან წყალი გადმოვიდა და ხიდები წაიღო. წამოსულმა მასამ წააქცია ხეები, დააზიანა „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ ინფრასტრუქტურა და ჩახერგა გზები.

შს სამინისტროს ცნობით, 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი, ადგილზე სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა მიწის მასის დამუშავებისას ორი ცხედარი იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ველოდებით სამაშველოს, თუ დროზე არ მოვა ყველანი ჩავიხრჩობით, უამრავი ბავშვი და მოხუცია“ - შოვში მყოფი მოქალაქე

ქართველი ემიგრანტი საფრანგეთში გარდაცვლილი იპოვეს

„მე იქ მფარველი ანგელოზები მელოდებიან... ამ გრძნობას წარსული ფორმა არ აქვს“ - ნინი შერმადინი გარდაცვლილ მამაზე