2021 წელი ნინი შერმადინისთვის ძალიან მძიმე იყო. ჯერ მამა დაკარგა, რამდენიმე თვეში კი – დედა. მომღერალი სოციალურ ქსელში მშობლებზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„გოგოებს განსაკუთრებულად გვიყვარს მამები... მეც განსაკუთრებულად მიყვარდა ჩემი ყველაზე კეთილი ნოდარიკო. მიყვარდა არა მიყვარს... ამ გრძნობას წარსული ფორმა არ აქვს... ვინც მიცნობს იცის, კონცერტზე, კლუბში, გასტროლზე, კლიპის გადაღებაზე, ჩაწერაზე, მარკეტშიც კი ნოდარის დავყავდი. მამი, წამო რა და ორ წამში მზად იყო რომ სადმე წამომყოლოდა.
ყველა ამბობს, რომ კარგი იუმორის გრძნობა მაქვს, ესეც ნოდარისგან მერგო წილად. ყველაზე კეთილი, სუფთა და უანგარო კაცი იყო დედამიწის ზურგზე და ზუსტად ისე სუფთად წაიყვანა უფალმა თავისთან ვნების კვირაში ნაზიარები... მისი ბოლო სიტყვები იყო სადიდებლად უფლისა... მე იქ მფარველი ანგელოზები მელოდებიან ფისო და ნოდარიკო.
ჩემი ათიანი, ათიანი რატომ დავარქვი იცით? ნოდარიკო გამხდარი იყო და ფისო ბუთქუჩელა. ათიანს ჰგავდნენ როცა ერთად იდგნენ. ერთადაც წავიდნენ...
მამი, გილოცავ დაბადების დღეს. 68 წლის გახდებოდა დღეს... ძალიან ადრე იყო წასვლა... მენატრები ხო იცი ძალიან... ხანდახან მაინც დამესიზმრე.
გილოცავ დაბადების დღეს, მანდ კი ხართ ყველა და კარგად ხართ... მადლობა ყველაფრისთვის.
მე ყველაზე კარგი მამა მყავდა“, - წერს ნინი შერმადინი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს
🔵„მომრავლდა ბავშვების რაოდენობა, რომელთაც აქვთ შეცვლილი გემოვნება“ - თამარ გაგოშიძე