დღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა იწყება.
მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით, ეკლესიური ადამიანები მთელ კვირას უზეთო საჭმელს იღებენ.
პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს.
კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება.
ასევე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მთელი დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ ეფრემ ასურის ლოცვებს კითხულობენ, რომელიც ასევე მეტი სინანულისთვისაა.
დიდმარხვა წელს 23 თებერვლიდან დაიწყო და 49 დღის შემდეგ, 12 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დრო რომ უფრო რაციონალურად გამომეყენებინა, გაცილებით წინ ვიქნებოდი“ - ნუგზარ რუხაძე
🎥 „ჩემი ტირილი მთელ საბურთალოს ესმოდა... მოვთქვამდი როგორც დედაკაცი“ - ნუგზარ რუხაძე დედაზე