დღეს, 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს შეხვდება.
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ ქართველმა სპორტსმენმა წონა წარმატებით ჩააბარა. აწონვების ოფიციალურ ცერემონიაზე დვალიშვილმა 61 კგ დააფიქსირა (მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2 კგ-ია).
მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის დეკემბერში სწორედ პიოტრ იანთან დაპირისპირებაში დაკარგა და ახლა ტიტულის დაბრუნების შანსი აქვს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕უგულშემატკივრე საქართველოს - ნახეთ, როგორ შეგიძლიათ ხმა მისცეთ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე