ბელა ბურძენიძე მოყვარული ავტომრბოლელია. მას თბილისში საკუთარი სამკერვალო სალონი და რამდენიმე პატარა საცხობი აქვს. ჰყავს 3 შვილი და 2 შვილიშვილი. ავტომობილს, თითქმის, 30 წელია მართავს.
ავტომრბოლელი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც ღალატზე ისაუბრა.
„ჩემთვის ღალატი არის ცუდი. 26 წლის ასაკში მიღალატა მეუღლემ, მაგრამ ვიყავით ერთი მთლიანობა, ერთი მექანიზმი. ქმრის ინსტიტუტი ჩემს ოჯახში იყო ძალიან წინა პლანზე.
გულწრფელად ვამბობ, იყო საუკეთესო ქმარი, საუკეთესო მამა.
მყავდა მეგობარი გოგო, რომელიც ძალიან მიყვარდა, ჩემი კურსელი, ვიყავი ბედნიერი, გასხივოსნებული და ერთხელაც გამიჩნდა ეჭვი, მღრღნიდა ეს ეჭვები, დავინახე რაღაც, რაც არ მომეწონა. რაღაც პერიოდი დავწყნარდი ამ ეჭვებისგან, მაგრამ ერთხელაც დავბრუნდი სახლში, წესით იმ საღამოს სახლში საერთოდ არ უნდა მივსულიყავი და ის მოვიდა „სტუმრად“. გააღეს კარები და წავიდა ორივე“, - ამბობს ბელა ბურძენიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თანაცხოვრების 12 წელი და 2 შვილი - კადრები მაშო მელქაძის ჯვრისწერიდან