დღეს, 27 ოქტომბერს 22:00 საათზე, რუსთავი 2-ის ეთერში „ნიჭიერის“ მეთორმეტე სეზონი იწყება.
ტელეეკრანებზე კვლავ ვიხილავთ ნიჭიერ მონაწილეებს, მოულოდნელ გამოსვლებსა და ჟიურის ემოციურ შეფასებებს. ახალი სეზონის დაწყებამდე კი უკვე დიდი მოლოდინია – ვინ გააოცებს მაყურებელს და ვინ გახდება წლევანდელი აღმოჩენა?
2026 წლის „ნიჭიერის“ მე-12 სეზონის ჟიურის წევრები არიან:
პაატა გულიაშვილი — მსახიობი და ტელეწამყვანი
ავთანდილ ცქვიტინიძე — დიზაინერი
ნუცა ბუზალაძე — მომღერალი
კახა გრიგალაშვილი — მომღერალი
ჟესიკა კაიანი (ჯიექი) — ბრაზილიელი ინფლუენსერი
წამყვანები არიან თიკა ფაცაცია და არჩილ სოლოღაშვილი.



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, როდიდან შეძლებენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სასკოლო ფორმის შეძენას