პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე პოდკასტში KiDoc იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მოზარდებში თამბაქოს მოხმარების ზრდისა და მავნე ზემოქმედების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ბავშვები მოწევას უკვე 12-13 წლის ასაკიდან იწყებენ:
„მოწევას 12-13 წლის ასაკში იწყებენ და ამით, შეუქცევად ზიანს აყენებენ თავის ტრაქეალურ ბრონქიალურ ხეს.
რაც შეეხება თამბაქოს ბოლს, რასაკვირველია, ეს არის მეორადი ბოლი და ეს არის ის გართულება, როდესაც ჩვენ პატარებს, ნებსით თუ უნებლიეთ ზიანს ვაყენებთ. როდესაც პატარებს ვიხუტებთ გულზე და აქვთ შეხება ჩვენს ტანსაცმელთან, თმებთან, რაც დაახლოებით 25% რჩება მწეველის ორგანიზმში. დაახლოებით 50%-მდე, ჰაერში გამოყოფს იმ მავნე ფაქტორებს, რომლითაც ზიანს აყენებს გარშემომყოფებს“, - ამბობს კახა ვაჭარაძე.
ნახეთ, ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, როდიდან შეძლებენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სასკოლო ფორმის შეძენას