
ხვალ, 28 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, გიორგი შატბერაშვილის ქუჩის N46-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
ჯივიპის ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 28 თებერვალს ღამის 23:30 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 28 თებერვალს ღამის 23:30 საათიდან 1 მარტის დილის 07:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
შატბერაშვილის ქუჩას, შესახვევებსა და ჩიხებს; მარაბდის ხევს; ჟვანიას, მარაბდის, შროშისა და კეკელიძის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: