
რა მოთხოვნებით მიდიან ტაროლოგთან კაცები? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა და ტაროლოგმა თეა ჩეჩელაშვილმა ისაუბრა:
„შენი ბედი ის არის რაც კი გაგიბედია. ტაროს ბარათებით ვხსნით საიდუმლოებებს. ასევე ტარო გვასწავლის როგორ დავიხსნათ თავი დაბრკოლებებისგან. ტაროს რჩევებით დაბადებულა სამი ბავშვი, მქონია ეს მომენტიც.ცნობილი ადამიანებიც დადიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ მარტო იმიტომ ღირს შენთან მოსვლა რომ დადებითი ენერგიები გაქვსო.
ძირითადად ქალები მომართავენ ხშირად, თუმცა არიან კაცებიც. კაცებიც სიყვარულის გამო მომმართავენ ხოლმე. ჯადოს აკეთებთ? - ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ეს კითხვა არ დამისვას. მოსულან კაცები, რომელთაც უთქვამთ, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი რაღაც, რომ დაიტანჯოს ქალი, რომელიც მიყვარდა ან მიღალატა? ეს მთელი ჩემი ამაგი ჩაყარა წყალში. სხვისი ოჯახის დანგრევით და სიკვდილის თხოვნითაც მოსულან. მინდა შური ვიძიო, მინდა დავარდეს და დაიტანჯოს“, - ჰყვება თეა ჩეჩელაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: