მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 29 სექტემბრიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დედამიწას ორი თანამგზავრი, მთვარე და ე.წ. მინი მთვარე ეყოლება.
საქმე ისაა, რომ დედამიწის ატმოსფეროში ასტეროიდი შემოდის, რომელიც საკმაოდ ნელა, 2,200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. დედამიწის გრავიტაციული მიზიდულობა დროებით მის „ხაფანგში მოქცევას“ მოახერხებს, ანუ ციური სხეული ჩვენს ატმოსფეროში დაყოვნდება და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში დედამიწას 2 თანამგზავრი ეყოლება.
როგორც ცნობილია, ასტეროიდი საკმაოდ მცირე ზომისაა, ამიტომ მისი დანახვა მხოლოდ სპეციალური ტექნიკის, ბინოკლის ან მცირე ტელესკოპის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: